суббота, 1 октября 2016 г.

მეცხრე დღე

     დღევანდელი დღე ძალიან კარგი  და მრავალფეროვანი იყო. გავეცანით ერთმანეთის პრეზენტაციებს. გამოითქვა შენიშვნები, რასაც გავითვალისწინებ ჩემს შემდგომ მუშაობაში.

воскресенье, 25 сентября 2016 г.

მერვე დღე

       დღეს განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების სამი ტიპი:  ნიჭიერ მოსწავლეები, სპეციალური საჭიროების მქონე და არაქართულენოვანი მოსწავლეებისათვის შესაბამისი დავალებების მიცემა.ასევე შევქმენით გაზეთის შაბლონი,რომლითაც უნდა გავუწიოთ მოსწავლეებს ფასილიტაცია თუ როგორ უნდა შექმნან ელ. გაზეთი.
     ბოლოს ავტვირთეთ ჩვენი პორთფოლიო დრაივში.

суббота, 24 сентября 2016 г.

მეშვიდე დღე

დღეს ვიმუშავეთ და გავეცანით შეფასების კრიტერიუმებს. ინდივიდუალური და კოლაბორციული შეფასების რუბრიკებს. გადავხედეთ ისევ პროექტის გეგმას და შევიტანეთ შესაბამისი ცვლილებები საჭიროებისამებრ.

воскресенье, 18 сентября 2016 г.

მეექვსე დღე

დღეს ვიყავით მოსწავლეების როლში. გავაკეთეთ ელექტრონული გაზეთი დავიხმარეთ ინტერნეტი და დავიცავით საავტორო უფლებები. შემდეგ გამოვიყენეთ აქტივობა "დაფიქრდი დაწყვილდი გაუზიარე" გავეცანით ერთმანეთის ნამუშევრებს.შემდეგ ვისაუბრეთ საკუთარ პროექტზე.